შანხაის მეტროპოლიტენი
შანხაის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ქალაქი | შანხაი |
გახსნის თარიღი | 1993 |
ხაზის სიგრძე | 439კმ |
სადგურთა რაოდენობა | 289 |
ხაზთა რაოდენობა | 12 |
მგზავრები დღეში | 6,7 მილიონი |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
შანხაის მეტროპოლიტენი (ჩინ 上海地铁) — ქალაქ შანხაის მეტროსისტემა; ჩინეთი. მეტროპოლიტენს დღიურად 3 მლნ ადამიანი გადაჰყავს. ახალი სადგურების გახსნის შემდეგ მგზავრთა ნაკადის საგრძნობ მატებას ელიან. შანხაი მესამე ქალაქია ჩინეთში პეკინისა და ტიანძინის შემდეგ, სადაც მეტროს მშენებლობა იქნა დაწყებული. 2006 წლის მდგომარეობით კი, ყველაზე გრძელი სალიანდაგო მონაკვეთი სწორედ შანხაიშია. დღესდღეობით ხსენებული მეტროპოლიტენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, სწრაფმზარდი და სწრაფგანვითარებადი მეტროა მოქმედი 8 ხაზით, მშენებარე ახალი 5 ხაზით და უკვე არსებული ხაზების დასაგრძელებლად მშენებარე უბნებით. წინასწარი გეგმების მიხედვით, 2025 წლისთვის შანხაიში მეტროს 11 ხაზი და 10 მსუბუქი მეტროს ხაზი იქნება. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი ხაზი უკვე 2010 წელს, გამოფენისთვის უნდა გაიხსნას "ექსპო 2010"-ის ფარგლებში.
ზოგადი ინფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შანხაის მეტრო თანამედროვე, იაფი და სწრაფი ტრანსპორტია. სადგურებზე სისუფთავეა. პლაზმური პანელები მომავალი ორი მატარებლის მოსვლის დროს ასახავენ. მიწისქვეშა ხაზებზე მოძრავი მატარებლების ვაგონებში განთავსებულ თხევადკრისტალურ მონიტორებზე მომდევნო სადგურის რეკლამა და დასახელებაა ნაჩვენები. მიწისზედა სადგურებზე კი შუქდიოდურ ტაბლოებზე ჩანს მომდევნო სადგურის შესახებ ინფორმაცია. ასევე, სადგურებში ისმის მომდევნო სადგურების სახელწოდებები ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ასევე სადგურთან ახლომდებარე მაღაზიებისა და ღირსშესანიშნაობების თაობაზე გაკეთებული ინფორმაცია მხოლოდ ჩინურ ენაზე. მეტრო აღჭურვილია ინვალიდთა გადასაყვანად. სისტემის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს გადაჭედილობა პიკის საათებში (განსაკუთრებით 1 და 2 ხაზზე) და არასრული დაფარვა საქალაქო ტერიტორიისა, რაც ბოლო პერიოდებში ახალი ხაზებისა და სადგურების სწრაფი მშენებლობით საბოლოოდ გვარდება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გადასაჯდომ სადგურებზე გადასასვლელები მეტისმეტად გრძელია.
ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაზი | მარშრუტები | გაიხსნა | უახლესი გაფართოება |
სიგრძე | სადგურები |
---|---|---|---|---|---|
1 | Fujin Road - Xinzhuang | 1993 | 2007 | 36.4 კმ | 28 |
2 | Songhong Road - Guanglan Road | 1999 | 2010 | 29 კმ | 19 |
3 | North Jiangyang Road - Shanghai South Railway Station | 2000 | 2006 | 40.3 კმ | 29 |
4 | რინგის ხაზი იწყება Yishan Road-თან | 2005 | 2007 | 33.7 კმ | 26 |
5 | Xinzhuang - Minhang Development Zone | 2003 | 2003 | 17.0 კმ | 11 |
6 | Gangcheng Road - South Lingyan Road | 2007 | 2007 | 33.1 კმ | 27 |
7 | Shanghai University - Huamu Road | 2009 | 2009 | 35 კმ | 26 |
8 | Shiguang Road - Aerospace Museum | 2007 | 2009 | 37.4 კმ | 28 |
9 | Songjiang Xincheng - Century Avenue | 2007 | 2009 | 42 კმ | 22 |
11 | Jiading North - Jiangsu Road | 2009 | 2009 | 33 კმ | 16 |
სულ: | 335 კმ | 223 |
გადახდის სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შანხაის მეტროპოლიტენში მგზავრობის საფასურის გადახდა მანძილის მიხედვით წარმოებს. 2005 წლის 15 სექტემბერს საფასურის გაზრდის შემდეგ 3 კმ-ის გავლა 3 იუანი ღირდა, 46 კმ-ისა 8 იუანი. 2005 წლის დამლევს შანხაის მეტროში გადახდის ერთიანი სისტემა შემოიღეს. მანამდე, მე-5 ხაზიდან გადაჯდომისას მგზავრებს გადახდა უწევდათ, რადგანაც ხაზები სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შანხაის მეტროპოლიტენის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-08-21 საიტზე Wayback Machine.
- კომპანია "Shanghai Shentong Metro Company"-ის საიტი დაარქივებული 2010-01-10 საიტზე Wayback Machine.
- შანხაის მეტრო საიტზე UrbanRail.net დაარქივებული 2005-07-07 საიტზე Wayback Machine.
- შანხაის მეტრო სქემა და განრიგი დაარქივებული 2008-04-08 საიტზე Wayback Machine.